Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                                                       

№ 11/29 - 01

11.07.2022

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი თემურ შენგელია;

ე) პროფესორი ლევან საბაური;

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;

ზ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;

თ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი - კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  ვლადიმერ პაპავა;

გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;

ვ)პროფესორი  იური ანანიაშვილი;

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;

ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

კ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.

3. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი   ეკა ლეკაშვილი;

გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;

დ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;

ე) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;

ვ) ასოცირებული პროფესორი  მერაბ ხოხობაია;

ზ) ასოცირებული პროფესორი   ვალერი არღუთაშვილი;

თ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

4.  სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, ბიზნესის ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, გლობალური ფინანსები, თეორიული ეკონომიკა, ციფრული ეკონომიკა), ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი,  ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი) და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით განხორციელდება 2022 წლის 25-30 ივლისს, 10.00 საათიდან შემდეგი განრიგის შესაბამისად:

4.1. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 513) ეკონომიკის მიმართულებით:

ა) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა -25.07.2022.;

ბ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია-25.07.2022.;

გ) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა - 25.07.2022.;

დ) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - 26.07.2022.;

ე) მოდული: მაკროეკონომიკა - 26.07.2022.;

ვ) მოდული: ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 27.07.2022.;

ზ) მოდული: გლობალური ფინანსები -  27.07.2022.;

თ) მოდული: თეორიული ეკონომიკა - 27.07.2022.;

ი)მოდული: ციფრული ეკონომიკა - 27.07.2022.;

კ) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა - 28.07.2022.

4.2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 609) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

ა) მოდული: მენეჯმენტი   - 25.07.2022.;

ბ) მოდული: მარკეტინგი - 26.07.202.;

გ) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი - 26.07.2022.; 

დ) მოდული: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი -26.07.2022.; 

ე) მოდული: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი - 26.07.2022.;

ვ)მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი - 26.07.2022; 

ზ)მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე (I ჯგ.) - 27.07.2022.; 

თ) მოდულები: ფინანსები და საბანკო საქმე (II ჯგ.) -   28.07.2022.;

ი)მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  (I ჯგ.)  - 29.07.2022.;

კ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  (II ჯგ.)  - 30.07.2022.

4.3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 414) ტურიზმის  მიმართულებით:  25.07.2022.

5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი         გიორგი ღაღანიძე